Philips One HY1200 Manual page 138

Hide thumbs Also See for One HY1200:
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 1
-
როდესაც კბილის ჯაგრისი იტენება,
ბატარეის ინდიკატორის თეთრი შუქის
ნათება იზრდება და მცირდება.
-
როდესაც სრულად დაიტენება, ბატარეის
ინდიკატორი თეთრად აინთება და სრული
დატენიდან 30 წამში ჩაქრება.
შენიშვნა: ბატარეის ბოლომდე დატენას
შეიძლება 8 საათი დასჭირდეს, მაგრამ კბილის
ჯაგრისი შეგიძლიათ გამოიყენოთ სრულად
დატენამდე.
მგზავრობა
შენიშვნა: შეძენილი მოდელის მიხედვით, თქვენს
Philips One-ს მოჰყვება სამგზავრო ჩანთა ან
სამგზავრო თავსახური, რომ თქვენი
ელექტრონული კბილის ჯაგრისი შეინახოთ
მოგზაურობისას ან გამოყენებიდან შემდეგ
გამოყენებამდე.
სამგზავრო ჩანთა
თქვენი Philips One კბილის ჯაგრისი სამგზავრო
ჩანთაში ჩადეთ ჯაგრულებით ქვემოთ. დახურეთ
სამგზავრო ჩანთა.
Philips One კბილის ჯაგრისის სამგზავრო
ჩანთიდან ამოსაღებად შეასრულეთ ქვემოთ
მოცემული ნაბიჯები:
1 სამგზავრო ჩანთას ახადეთ თავსახური.
2 სამგზავრო ჩანთის ორივე ბოლოს მოკიდეთ
ხელი და მოუჭირეთ კბილის ჯაგრისის ძირს
(ნახ. 7) .
3 კბილის ჯაგრისი ამოიწევა. ამოიღეთ კბილის
ჯაგრისი.
ჯაგრისის თავის სამგზავრო ხუფი
Philips One ჯაგრისის თავი მოათავსეთ
თანდართულ სამგზავრო თავსახურში,
ჯაგრულებით ზემოთ. ერთდროულად დააჭირეთ
თავსახურის ორივე მხარეს, რომ ჩაკეტოთ (ნახ. 8).
სამგზავრო თავსახურიდან ჯაგრისის ამოსაღებად:
1 თავსახური მიმართეთ ზემოთ, ხოლო ტარი -
თქვენკენ.
2 დაიჭირეთ თავსახურის თითოეული მხარე
საპირისპირო ხელებით, დააწექით
თავსახურის მარჯვენა მხარეს, ხოლო მეორე
ხელით ფრთხილად გახსენით მარცხენა მხარე
ისრის მიმართულებით (ნახ. 9).
Philips One კბილის ჯაგრისის
გამოყენება
თუ ამ კბილის ჯაგრისს პირველად იყენებთ,
ნორმალურია უფრო მეტი ვიბრაციის შეგრძნება,
ვიდრე მექანიკური კბილის ჯაგრისის
გამოყენებისას. Philips One იყენებს
მიკროვიბრაციებს, რომ დაგეხმაროთ კბილების
სათუთად გამოხეხვაში. გთხოვთ, დაიცავით
ქვემოთ მოცემული გაწმენდის ინსტრუქციები
საუკეთესო გამოცდილებისათვის.
Philips One-ს მოჰყვება SmarTimer და QuadPacer,
რომლებიც გეხმარებათ მთელ პირის ღრუში
თანაბრად გამოხეხვაში.
SmarTimer
3-ჯერ დაწრიპინებითა და გამორთვით SmarTimer
გიჩვენებთ, რომ გამოხეხვის 2-წუთიანი ციკლი
დასრულებულია.
შენიშვნა: სტომატოლოგების რეკომენდაცით,
კბილის წმენდა სასურველია დღეში 2-ჯერ,
არანაკლებ 2 წუთისა.
QuadPacer
QuadPacer არის ინტერვალური წამმზომი,
რომელიც წრიპინებს ყოველ 30 წამში, რათა
შეგახსენოთ, რომ თანაბრად უნდა გამოიხეხოთ
ყველა კბილი, რისთვისაც პირის ღრუ უნდა
დაყოთ 4 ნაწილად (ნახ. 10).
დაიწყეთ 1-ნაწილის გაწმენდა (ზედა კბილების
გარეთ) და გაიწმინდეთ 30 წამით, ვიდრე
გადახვიდოდეთ მე-2 ნაწილზე (ზედა კბილების
შიგნით). განაგრძეთ მე-3 ნაწილის გაწმენდით
(ქვედა კბილების გარეთ) და გაიწმინდეთ 30
წამით, ვიდრე გადახვიდოდეთ მე-4 ნაწილზე
(ქვედა კბილების შიგნით).
შენიშვნა: თუ ჩართვა-გამორთვის ღილაკს
დააჭერთ გამოხეხვის ციკლის დაწყების შემდეგ
კბილის ჯაგრისი დაპაუზდება. 30-წამიანი პაუზის
შემდეგ SmarTimer და QuadPacer დაუბრუნდება
საწყის მდგომარეობას.
ხეხვის ინსტრუქცია
გთხოვთ, დაიცვათ კბილების გამოხეხვის
ინსტრუქცია, რომ მიიღოთ საუკეთესო შედეგი.
1 დაასველეთ ჯაგრულები და წაუსვით მცირე
რაოდენობით კბილის პასტა.
2 კბილის ჯაგრისის ჯაგრულები კბილებს
მიადეთ დახრილი კუთხით (45 გრადუსი) (ნახ.
11), დააჭირეთ ნაზად, რომ ჯაგრულები
ღრძილების ხაზს მისწვდეს ან ღრძილების
ხაზის ოდნავ ქვემოთ იყოს.
შენიშვნა: ჯაგარი ოდნავ უნდა გაიშალოს.
3 კბილის ჯაგრისის ჩასართავად დააჭირეთ
ჩართვის ღილაკს.
4 კბილები გამოიხეხეთ წინ და უკან მოძრაობით
ისე, რომ ჯაგრულები სწვდებოდეს კბილების
მთელ ზედაპირს. გადადით სხვა ნაწილზე,
როცა QuadPacer დაიწრიპინებს. განაგრძეთ ეს
მოძრაობა 2-წუთიანი ხეხვის მთელი ციკლის
განმავლობაში.
5 წინა კბილების შიდა მხრის
გასასუფთავებლად, ვერტიკალურად
გადახარეთ ჯაგრისი და რამდენჯერმე გაუსვით
ზემოთ-ქვემოთ (ნახ. 12).
6 მას შემდეგ, რაც გამოხეხვის ციკლს
დაასრულებთ, შეგიძლიათ დამატებითი დრო
მოახმაროთ კბილების საღეჭი ზედაპირებისა
და იმ უბნების წმენდას, სადაც ნადები
წარმოიშობა (ნახ. 13). ასევე, შეგიძლიათ
გაიწმინდოთ ენა, ჩართული ან გამორთული
კბილის ჯაგრისით, თქვენი სურვილის
შესაბამისად.
ელექტრო კბილის ჯაგრისი უსაფრთხოა
ბრეკეტებსა (ჯაგრისის თავები უფრო ადრე
ცვდება ბრეკეტებზე გამოყენებისას) და
აღდგენილ კბილებზე (შემავსებლები,
გვირგვინები, ვინირები) გამოყენებისთვის, თუ
სათანადოდაა დამაგრებული და არ არის
დეფექტური. თუ პრობლემა წარმოიშვება,
გთხოვთ, მიმართოთ კბილის სპეციალისტს.

Advertisement

Table of Contents
loading

This manual is also suitable for:

Sonicare one hy1200Sonicare one hy1200/25Sonicare one hy1200/26

Table of Contents