Electrolux LIT30230C User Manual page 157

Hide thumbs Also See for LIT30230C:
Table of Contents

Advertisement

Available languages
  • EN

Available languages

  • ENGLISH, page 86
• პირველ გამოყენებამდე მოაცილეთ
მთელი შეფუთვა, იარლიყები და
დამცავი ფირი (ასეთის არსებობის
შემთხვევაში).
• დარწმუნდით, რომ სავენტილაციო
ღიობები არ არის დაბლოკილი.
• არ დატოვოთ მოწყობილობა მუშაობის
დროს უმეთვალყურეოდ.
• ყოველი გამოყენების შემდეგ საჭმლის
მომზადების ზონა დააყენეთ
„გამორთულზე".
• არ დადოთ დანა-ჩანგალი ან ქვაბის
თავსახური სამზარეულო ზონაზე.
ისინი შეიძლება გახურდეს.
• არ ამუშაოთ მოწყობილობა სველი
ხელით ან წყალთან კონტაქტისას.
• არ გამოიყენოთ მოწყობილობა სამუშაო
ან შესანახ ზედაპირად.
• თუ მოწყობილობის ზედაპირი
გაიფხაჭნა, დაუყოვნებლივ გამორთეთ
მოწყობილობა დენის წყაროდან. ეს
არის დენის დარტყმის თავიდან
ასაცილებლად.
• კარდიოსტიმულატორის მქონე
მომხმარებლებმა უნდა დაიცვან
მინიმუმ 30 სმ-ის დისტანცია
ინდუქციური სამზარეულო ზონიდან,
როცა მოწყობილობა მუშაობის
პროცესშია.
• საკვები პროდუქტის ცხელ ზეთში
ჩადებისას, ზეთი შეიძლება აშხეფდეს.
• არ მოათავსოთ ალუმინის ფოლგა ან
სხვა მასალები საჭმლის მომზადების
ზედაპირსა და ჭურჭელს შორის, თუ
სხვაგვარი მითითება არ არის
გაცემული ამ მოწყობილობის
მწარმოებლის მიერ.
• გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებლის
მიერ ამ მოწყობილობისთვის
რეკომენდებული აქსესუარები.
გარფთხილება!
ხანძრისა და აფეთქების რისკი.
• გახურებულმა ცხიმებმა და ზეთმა
შეიძლება აალებადი ორთქლი
გამოუშვას. მოარიდეთ ცეცხლი ან
ცხელი საგნები ცხიმსა და ზეთს
მზადებისას.
• ცხელი ზეთის მიერ გამოშვებულმა
ორთქლმა შეიძლება უეცარი აალება
გამოიწვიოს.
• გამოყენებულმა ზეთმა, რომელიც
საკვების ნარჩენებს შეიცავს შეიძლება
გაცილებით დაბალ ტემპერატურაზე
გამოიწვიოს ხანძარი, ვიდრე პირველად
გამოყენებულმა ზეთმა.
• არ დადოთ აალებადი პროდუქტი, ან
სველი საგნები აალებად
პროდუქტებთან ერთად
მოწყობილობაში, მოწყობილობაზე ან
მასთან ახლოს.
გარფთხილება!
მოწყობილობის გაფუჭების რისკი.
• ნუ გააჩერებთ სამზარეულოს ცხელ
ჭურჭელს მართვის პანელზე.
• ნუ დადებთ ტაფის ცხელ თავსახურს
ქურის მინის ზედაპირზე.
• ნუ დაუშვებთ სამზარეულოს ჭურჭლის
ამოშრობამდე დუღილს.
• გამოიჩინეთ სიფრთხილე, რომ
მოწყობილობაზე არ დაგივარდეთ
საგნები ან სამზარეულოს ჭურჭელი.
ზედაპირი შეიძლება დაზიანდეს.
• ნუ ჩართავთ საჭმლის მომზადების
ზონებს ცარიელი ჭურჭლით ან
ჭურჭლის გარეშე.
• თუჯის ან დაზიანებული ძირის მქონე
ჭურჭელმა შეიძლება გამოიწვიოს
ნაკაწრების გაჩენა შუშის / შუშის
კერამიკულ ზედაპირზე. ყოველთვის
ასწიეთ ეს ნივთები მათი ქურის
ზედაპირზე გადაადგილებისას.
2.4 მოვლა და დასუფთავება
• ზედაპირის მასალის დაზიანების
თავიდან ასაცილებლად
რეგულარულად გაწმინდეთ
მოწყობილობა.
• გაწმენდამდე, გამორთეთ
მოწყობილობა და დააცადეთ რომ
გაცივდეს.
• არ გამოიყენოთ წყლის სპრეი და
ორთქლი მოწყობილობის გასაწმენდად.
• გაწმინდეთ მოწყობილობა რბილი
სველი ტილოთი. გამოიყენეთ მხოლოდ
ნეიტრალური სარეცხი საშუალება. არ
გამოიყენოთ აბრაზიული
პროდუქტები, აბრაზიული საწმენდი
ტილოები, გამხსნელები ან ლითონის
ნივთები, თუ სხვაგვარი მითითება არ
არის გაცემული.
ქართული ენ
157

Advertisement

Table of Contents
loading

Table of Contents